ნებიერიძე მურად
გაზიარება

ადამის წიგნი ექსკლიუზივი

(ე.. ს)
მე უშენოდ დიდხანს ვკვდებოდი...
დიდხანს...
ო, დიდხანს...
ვერ დავიოკე გრძნობის სიმძაფრე _
დაუწერელი სუფთა ფურცლები
სავსეა თოვლის სითეთრით
და გარდაცვალებით...
მარტოსულობის შემშლელ განცდიდან
იძრა ტკივილი,
ცისარტყელად ამოიზიდა _
არყოფნის ზღვარზე ლივლივებენ
ჩემი ხილვები...
ვეღარ მიფარავს სულის სიშიშვლეს
შემორჩენილი ბავშვობიდან
ძველი პერანგი _
შვებისმომგვრელი ვერ ვპოვე სიტყვა...
მე ხომ უშენოდ დიდხანს ვკვდებოდი...
დიდხანს...
ო, დიდხანს...
მამაკაცური ნებისყოფისთვის
დამთრგუნველია შენი ღიმილი,
მე ეხლა აღარც გმირი ვარ
და აღარც კვირტი
ამ დღის შიშზე ამონაყარი _
სასოწარკვეთილს
უმწეობის განცდა მაძრწუნებს _
განწირულების ჰიმნს ვმღერი დღესაც...
მე ხომ უშენოდ დიდხანს ვკვდებოდი...
დიდხანს...
ო, დიდხანს...
რა განმასხვავებს
გამოკეტილს მდუმარებაში
ბინდით დაგმანულ პანდორას ყუთთან
_
ნუთუ ვერაფერს ვეღარ შეცვლის
მოაღწიოს თუნდაც შენამდე
ჩემი გულიდან შენი სახელის
ხმამაღალი ამოძახილი...
გოდებაზეა აღმართული სიტყვის ტაძარი...
მე ხომ უშენოდ დიდხანს ვკვდებოდი...
დიდხანს...
ო, დიდხანს...

??????