სულაბერიძე ია
გაზიარება

დოქის ტუჩი გირჩევნია ქალისას ექსკლიუზივი

დოქის ტუჩს უმღერი, ქალისას კი არა,
ღვინოს ასახელებ მშვენებად მაგიდის
და, მაინც, თვალები, ხარივით ბრიალა,
დოქისკენ კი არა,
ქალისკენ დაგიდის...
შენ არ იუარებ, _ ლოთი არა ვარო,
მაგრამ ცხრა სიგელიც ლოთისა გეჭიროს,
მაინც მეეჭვება, ჩემო ყარამანო,
რომ შენ დოქის ტუჩი
ქალისას გერჩივნოს!

??????