ბიბლიურ ევას
მოლანდებული ბაღის;
რა გეშველება ახლა
ცოდვით სავსეს და დაღლილს.
ეს გინდოდა და, აჰა!
ეს გინდოდა და გქონდეს:
სიხარულები ძვირი,
დარდი - სრულიად მუქთად.
გედრიკებოდეს ფეხქვეშ
ყოფნა-არყოფნის კიდე,
ცრემლში აზელილ ლუკმას
სისხლის წვიმაში მკიდე.
დღის დაღამება სიმწრით,
სიმწრით ღამეთა თევა,
გაუქმებული ფრთები
და იმედების მსხვრევა...
..................................................
შენ რა გითხარი, ევა...
შენ რა გითხარი, ევა...