ვიდრე მე წავალ გავფრინდები ჩემი კოშკის სახურავიდან ნამძინარევ ქალაქს გავხედავ ფანჯრებდაბინდულ ნისლში ჩასრესილ ქალაქს გავხედავ და სანამ წავალ გავფრინდები ჩემი კოშკის სახურავიდან დავინახავ სკოლისაკენ მიმავალ ბავშვებს და ჩემთვის ვიტყვი: - "ჯერ გოგონებმა გაიარონ..."