Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

ბუონაროტი მიქელანჯელო
გაზიარება

* * * ციმციმებს ცივი სილამაზის პირქუში ხატი (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი) 

ციმციმებს ცივი სილამაზის პირქუში ხატი,
მისი სუსხი და შეუვალი მისი რაობა -
ეს ხაზგასმული გულგრილობა და უძრაობა -
მეტყველია და მიმზიდველი, ვით ანდამატი.

აქ წაშლილია ქვეყნიური წუნი და ზადი:
ჩანს, წარმავალთა საკრებულო - მხატვრის ნაოფლარ
ხელს მიენდო და უკვდავებას გაესაუბრა, -
ხელთუქმნელია, ჭეშმარიტად, მშვენება მათი.

რატომ გვატყვევებს, მარმარილოვ, კელაპტროსანი
სახე სათნო და მშვენიერი, როგორც შროშანი,
ან როგორც კერპი - სანუკვარი და საესავი, -

ო, მბრძანებელო, უთქმელობით რატომ გვიზიდავ?
მაგრამ შორია სილამაზე: დაგვცქერს მზესავით
და თავის ნათელს გვინაწილებს მარადისიდან.

??????