Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

პეტრარკა ფრანჩესკო
გაზიარება

* * * მშვენებას მისას, რაფსოდივით - ნაცნობ და ნაცად (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი) 

მშვენებას მისას, რაფსოდივით - ნაცნობ და ნაცად
ხმით შევეტრფოდი ისე წრფელად, ისე გულღიად...
მაგრამ გრიგალმა სასოების ბჭე მოურღვია
და სუსხი შემრჩა - სამიჯნურო ალმურის ნაცვლად.

ბნელში მახვილმა სიკვდილისამ იელვა ბასრად,
აწ ვნებაც, თრობაც, სიყვარულიც ჩემთვის ურგია;
სულმა შეიტკბო მოზეიმე ცის ლიტურგია,
სხეული დარჩა ქვეყანაზე ფერფლად და ნაცრად.

ჩაქრა სხივი და თვალშეუდგამ ზღვის აკლდამებთან
მხოლოდ ცრემლი და უნაპირო ღამე გამეფდა...
რა დაგვრჩენია, სულო ჩემო: სამაროვანთა

ცივ სიჩუმეში ობლებივით უნდა ვიაროთ, -
თითქოს სამყაროს შემოქმედმა ჩანგი მომართა
და სიმღერები გადმოღვარა სამგლოვიაროდ...

??????