Warning: mysql_connect() [function.mysql-connect]: Access denied for user 'litklubi'@'localhost' (using password: YES) in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 2

Warning: mysql_select_db(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 3

Warning: mysql_query(): supplied argument is not a valid MySQL-Link resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 6

Warning: mysql_fetch_array(): supplied argument is not a valid MySQL result resource in /home/litklubi/domains/litklubi.ge/public_html/biblioteka/blocks/litconfig.php on line 7

პეტრარკა ფრანჩესკო
გაზიარება

* * * ნათელი იგი გადმოღვარა აღსავლის ცამ და (მთარგმნელი: ჯემალ აჯიაშვილი) 

ნათელი იგი გადმოღვარა აღსავლის ცამ და
ვიხილე მაცნე დედოფლისა, ხოლო მაცნეში
შევიცან ბედი - შეუვალი და უმკაცრესი,
როგორც მორბედი უჩვეულო ჟამთა და წამთა.

რას იზამ, სულო, ისევ აქ ვარ, სამსალას ვსვამ და -
ასე კუშტი და უსახური, ასე ნაცრეცი -
წარმავალ დღეთა სიფითრეში და სინაცრეში
ვერაფერს ვხედავ სანუგეშოს, სიკვდილის გარდა.

როდის იქნება - დავუტევო ჩემი წარსული
და ქვეყნიური ძონძებიდან ტანგანძარცული
კვლავ მივუბრუნდე პირველყოფილ უავბედობას, -

რომ სული ჩემი - საწუთროდან, სადაც იურვა,
ცად აღიტაცოს ნეტარებამ მარადიულმა
და მისარქმელად წარუდგინოს ძვირფას დედოფალს...

??????