დაფარულია გზები ნარ-ეკლით, უკვე ცხოვრებაც წავიდა უკან... ნუღარ წუხდებით ჩემგან დარეკვით, ჩემი მოკითხვით წუხდებით ნუღარ. ამქვეყანაზე ჩემთვის ვის ცხელა, რატომღაც თქვენ რომ იფიქროთ ჩემზზე... ვიცი, დამანგრევს დარდი მთის ხელა, ვარ, სამწუხაროდ, არაფრის შემძლე!