რკონი, ნიავი... მზის სხივებმა მტვრის – დროის ხაზი ტაძრის ქვიან ტანში გამოჭრეს (ისმოდა ლოცვა – ყელგაღადრულ კრავთა ბალადა). მე მომეჩვენა, დიდი ხნის წინ ნაწერ ფრესკაზე იდგა მარიამ... და ჩვილ ქრისტეს, როგორც ნაოჭებს, სახეზე კედლის წარსულ ბზარებს ვერ უმალავდა.